ყაზაიშვილის მეორე გოლი სამხრეთ კორეაში

0
2

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა.

„ულსანმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის მე-13 ტურში „გვანჯუ“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა.

ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდის 1:0 იგებდა. ბურთი „გვანჯუს“ საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, ორ მეტოქეს გასცდა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

ვაკომ, რომელიც „ულსანს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, 9 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.