„ფიორენტინამ“ ვლახოვიჩს სოლიდური ფასი დაადო

0
6

ფლორენციის „ფიორენტინამ“ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდ ფორვარდ დუშან ვლახოვიჩს შეელევა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფლორენციელები სერბეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდს 60 მილიონ ევროს აფასებენ.

21 წლის ფეხბურთელის შეძენით სერია A-ს კლუბებიდან „მილანი“ და „რომა“ ინტერესდებიან, ხოლო იტალიის ფარგკებს გარეთ – „ლივერპული“, მადრიდის „ატლეტიკო“ და ლონდონის „არსენალი“.

„ფიორენტინამ“ ვლახოვიჩი 2018 წელს ბელგრადის „პარტიზანიდან“ შეიძინა. სერბმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

საერთო ჯამში, მან სამი სეზონის განმავ;ლობაში ფლორენციელთა შემადგენლობაში 75-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო.