„არსენალმა“ სებალიოსის დატოვება არ ისურვა

0
3

დანი სებალიოსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის „არსენალს“ დატოვებს, სადაც იჯარით თამაშობს და მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება, რომელთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

„არსენალის“ ხელმძღვანელებმა 24 წლის ესპანელ ნახევარმცველთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება არ ისურვებს და სებალიოსი მადრიდში ჩასვლის მერე გადაწყვეტს თავის მომავალს.

სებალიოსი მეორე სეზონია „არსენალში“ თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 75 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ის ევროპა ლიგის ნახევარფინალში „ვილიარეალთან“ ჩატარებულ პირველ მატჩში გააძევეს და საპასუხო თამაშს გამოტოვებს.