ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში

0
6

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

32-ე ტურში> „ფეჰერვარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ასპარეზობს, სტუმრად მტკ-ს შეხვდა და 3:1 აჯობა.

ზივზივაძე თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა და დაახლოებით ნახევარ წუთში მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გვერდი ეფექტურად აუარა, საჯარიმოში შესულმა მასპინძელთა მეორე ფეხბურთელი ჩამოიცილა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა.

„ფეჰერვარმა“ მესამე გოლი 82-ე წუთზე გაიტანა, ხოლო სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა 89-ე წუტზე შეამცირეს.

27 წლის ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

„ფეჰერვარი“ 53 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ „ფერენცვაროშმა“, სადაც მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, 31-ე ტურში უნგრეთის ჩემპიონი ნაადრევად გახდა.