ფერნანდეში ევროპა ლიგაში გამოარჩიეს

0
3

მიმდინარე კვირაში ჩატარებული ევროპა ლიგის 1/2-ფინალების საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში გახდა.

მანჩესტერელებმა პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში შინ „რომა“ 6:2 დაამარცხეს და პორტუგალიელმა 2 გოლის გატანის გარდა, 2 საგოლე პასი გააკეთა.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ფერნანდეშმა თანაგუნდელ ფორვარდ ედისონ კავანის (2 გოლი და 2 პასი „რომასთან“ მატჩში), ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ ნიკოლა პეპესა და „ვილიარელის“ მცველ რაულ ალბიოლს აჯობა.