კანტე ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა

0
4

მიმდინარე კვირაში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების საუკეთესო მოთამაშე ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ნგოლო კანტე გახდა.

ლონდონელებმა ნახევარფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად მადრიდის „რეალთან“ ჩაატარეს, რომელიც 1:1 დასრულდა.

კანტემ განვლილი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მის მიერ გაკეთებული პასების სიზუსტმ 86 პროცენტი შეადგინა.

უეფას ოფიციაკურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ფრანგმა ნახევარმცველმა „რეალის“ თავდამსხმელ კარიმ ბენზემას, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინსა და პსჟ-ს შუახაზელ ანხელ დი მარიას აჯობა.