ერიკ ტენ ჰაგი „აიაქსში“ დარჩა

0
17

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ამსტერდამულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და ახალი კონტრაქტი გააფორმა.

„აიაქსის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მან ნიდერლანდურ გრანდთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

51 წლის ნიდერლანდელი „აიაქსში“ 2017 წლიდან მუშაობს და ამსტერდამელებს 2018-2019 წლების სეზონში ერედივიზიონი მოაგებინა, ხოლო 2018-2019 და 2020-2021 წლებში ქვეყნის თასი მოაპოვებინა.

ის „აიაქსამდე“ „გო ეჰეად იგლსში“, „ბაიერნი II“-ში და „უტრეხტში“ მუშაობდა.