თორნიკე შენგელია ევროლიგის ოთხთა ფინალშია

0
6

თორნიკე შენგელია ევროლიგის ოთხთა ფინალშია. მოსკოვის ცსკა-მ, რომლის ღირსებასაც ქართველი ფორვარდი იცავს, მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ ცსკა-ს და ოთხთა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შეხვედრა სტამბოლში გაიმართა, თუმცა არმიელთა იოლი გამარჯვებით – 85:68 დასრულდა.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ ცუდი პროცენტით ისროლა – 5-დან ერთი ორქულიანი, 5-დან ერთი სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
რუსულმა კლუბმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როცა მეტოქეს 16 ქულით გაექცა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. მატჩის MVP ვილ კლაიბერნი გახდა, რომელმაც თურქებს 34 ქულა ჩაუგდო და ცსკა ოთხთა ფინალში გაიყვანა, სადაც შენგელიას გუნდის მეტოქე რეალისა და ეფესის წყვილის გამარჯვებული იქნება.