პეპ გვარდიოლა: „შესვენების შემდეგ ყველა ასპექტში ვბრწყინავდით“

0
0

პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში სტუმრად პსჟ-სთან 2:1 მოგებული მატჩის მეორე ტაიმი საუცხოოდ ჩაატარა.

„შეხვედრა ძალ;იან კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლის გაშვების შემდეგ ზეწოლა ვიგრძენით. ჩემი გუნდის ბევრმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში პირველად ითამაშა და მათ რაც შესაძლოა თავის კარგად წარმოჩენა სურდათ.

პირველი ტაიმის ბოლო 10 წუთი არცთუ ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ყველა ასპექტში ვბრწყინავდით. მართალია, სტუმრად 2 გოლი გავიტანეთ, მაგრამ 6 დღის შემდეგ რთული სამუშაო გველოდება.

ზოგჯერ უნდა მოდუნდეს და ის იყო, რაც ხარ. პირველ ტაიმში რაც მოხდა ნორმალურია – როცა ბურთის დაკარგვა არ გსურს, ეს გბოჭავს. თუმცა, შემდეგ ჩვენი პრესინგი ცოტა შევცვალეთ და უფრო აგრესიულები ვიყავით. რა თქმა უნდა, მბაპეს, ნეიმარისა და დი მარიას წინააღმდეგ თამაში იოლი არა.

ორი გოლი გავიტანეთ და მეტოქის კარის აღება კიდევ შეგვეძლო. თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ გზის ნახევარი გავიარეთ. წინ კიდევ 90 წუთი გველოდება. პსჟ კარგი გუნდია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს BT Sport,