მესი ჩინური ვაქცინით აიცრება

0
7

„ბარსელონასა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, რათა მიმდინარე წლის ზაფხულში კოპა ამერიკაზე ითამაშოს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, მესი ჩინურ ვაქცინას გაიკეთებს, რომლის დოზას მისთვის სპეციალურად ბარსელონაში ჩაიტანენ.

სამხრეთ ამერიკის კონფედერაცია მოითხოვს, რომ ყველა ნაკრების ფეხბურთელმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა, ვინც კოპა ამერიკაში მონაწილეობას გეგმავს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს.

მანამდე, მესიმ Sinovac-ის ვაქცინის 50000 დოზა შეიძინა სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის და ამის სანაცვლოდ ჩინელ მწარმოებლებს თავისი ავტოგრაფებით სამი მაისური გაუგზავნა.