„ლაიფციგმა“ ნაგელსმანის შემცვლელი მოძებნა

0
2

„ლაიფციგის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, იულიან ნაგელსმანს, რომელიც მომავალი სეზონიდან „ბაიერნს“ გაწვრთნის, „ზალცბურგის“ ამჟამინდელი თავკაცი ჯესი მარში შეცვლის.

ფეხბურთის ამერიკელი სპეციალისტი „ლაიფციგის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ოლივერ მინცლაფთან საუბრის შემდეგ, გერმანული გუნდის გაწვრთნას დათანხმდა.

47 წლის მარში „ზალცბურგს“ 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნის და გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატთან ერთად, ქვეყნის თასი მოიგო.

მანამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში „მონრეალ იმპაქტსა“ და „ნიუ იორკ რედ ბულსს“ ავარჯიშებდა.

„ზალცბურგი“ ავსტრიის ბუნდესლიგას 38 ქულით ლიდერობს.