კვეკვესკირმა „ლეხთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
3

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

პოლონური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე დადო.

ის „ლეხს“ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და 9 მატჩი ჩაატარა. ნიკა პოლონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.

„ვფიქრობ, მოედანზე ვაჩვენე, რომ გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე შემიძლია ვიყო და მიხარია, რომ ჩვენს ერთობლივ თავგადასავალს მომავალი 2 სეზონის განმავლობაში გავაგრძელებთ.

ახალი კონტრაქტის გაფორმება მიხარია, რადგან აქ ჩამოსვლისთანავე განვაცხადე, რომ მოედანზე თავის საუკეთესოდ წარმოჩენა მსურდა, რათა კონტრაქტი გამეხანგრძლივებინა. ახლა სწორედ ეს მოხდა. „ლეხის“ პროექტის მჯერა და მოუთმენლად ველოდები მომავალში რა გველოდება“ -განაცხადა კვეკვესკირმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.