დინამომ“ ქართული „კლასიკო“ სადებიუტო გოლით მოიგო

0
4

თბილისის „დინამომ“ ქართულ „კლასიკოში“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისელებმა ქუთაისის „ტორპედოს“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უმასპინძლეს და 3 ქულის აღება საკმაოდ გაუჭირდათ.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატშიც 65-ე წუთზე ქუთაისელთა კარი თორნიკე მორჩილაძემ აიღო, რომელსაც საგილე პასი ლუკა გაგნიძემ მისცა და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა 19 წლის ნახევარმცველმა ერთი შეხებით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი მიითვალა. ის შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა.

ამის შემდეგ, ანგარიშის გაზრდა ორჯერ თორნიკე ახვლედიანს შეეძლო, რომელმაც ხელსაყრელი მომენტებით ვერ ისარგებლა.

11 ტურის შემდეგ, თბილისის „დინამო“ 25 ქულით 10-გუნდაინ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

ბათუმის „დინამო“ 22 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო თბილისის „საბურთალო“ 20 ქულით – მესამეა.