ზიდანი: „ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ“

0
3

„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩის ფრედ (1:1) დასრულების მიუხედავად, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

„პირველი ტაიმი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში ვითარებაზე კონტროლი დავამყარეთ.

მეტოქე სწრაფად თამაშობს, კარგი ფეხბურთელები ჰყავს და შეხვედრაც საუცხოოდ დაიწყო. შესვენების შემდეგ ინიციატივას ჩვენ უფრო მეტად ვფლობდით.

ამ დაპირისპირებაში ბრძოლას ვაგრძელებთ და საერთო ჯამში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. სტუმრად კარგად ვთამაშობთ და მაღალ პრესინგს ვიყენებთ.

„ჩელსი“ ნახევარფინალში შემთხვევით არ გასულა, რადგან კარგი გუნდია. მეორე მატჩი საბრძოლო იქნება.

ედერ მილიტაომ მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ მე მთელ გუნდს გამოვარჩევ. ჩვენი მოთამაშეები ბოლომდე დაიხარჯნენ“ – იუწყება ფრანგი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო თამაშს „ჩელსისთან“ სტუმრად 5 მაისს ჩაატარებს.