ტუხელი: „შეხვენებამდე დაფიქსირებულმა ანგარიშმა იმედი გამიცრუა“

0
1

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთელ თომას ტუხელს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად მადრიდის „რეალთან“ ჩატარებულ პირველ მატჩში მისი გუნდი შესვენებამდე მეტი გოლის გატანას იმსახურებდა.

„მატჩი ძალიან, ძალიან კარგად დავიწყეთ – თამამად და ხარისხიანად. პირველ ტაიმში გამარჯვებას ვიმსახურებდით და ამის შესაძლებლობა გვქონდა. სამწუხაროდ, „რეალმა: სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაიტანა და მეტი მომენტი არ ჰქონია. მეტოქის არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით.

შეხვენებამდე დაფიქსირებულმა ანგარიშმა იმედი გამიცრუა. სიმშვიდე და თავდაჯერება უნდა შეგვენარჩუნებია. მეორე ტაიმში ბევრი ტაქტიკური ბრძოლა იყო და იგრძნობოდა, რომ დავიღალეთ. სტუმრად ჩატარებული ასევე რთული შეხვედრის მერე, ძალების აღსადგენად მხოლოდ რამდენიმე დღე გვქონდა. ასე რომ 1:1 უნდა შევეგუოთ.

გოლის გატანა დავიმსახურეთ და მეტოქის კარი მინიმუმ კიდევ ერთხელ უნდა აგვეღო. თუმცა, საკუთარ კარში ბურთი პრაქტიკულად არაფრისგან მივიღეთ და მსგავსი რამ ინდივიდუალურად ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებაში ხდება“ – იუწყება ესპანური მედია გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს.