„რეალმა“ „ჩელსის“ ვერ მოუგო, ბენზემამ რაულის მიღწევა გაიმეორა

0
2

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 1:1.

მატჩის მე-14 წუთზე ანგარიში სტუმართა ამერიკელმა ლეგიონერმა კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, ხოლო მადრიდელებიდან საპასუხო გოლი 29-ე წუთზე ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ გაიტანა.

სხვათა შორის, პულიშიჩი პირველი ამერიკელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეტოქის კარი აიღო.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაში 71-ე გოლი მიითვალა და ამ მაჩვენებლით „რეალის“ ლეგენდას რაულს გაუთანაბრდა.

მასზე მეტჯერ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ (134), ლიონელ მესიმ (120) და რობერტ ლევანდოვსკიმ (73) გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ „რეალს“ ჯერ „ჩელსისთვის“ არასოდეს მოუგია – 2 ფრე და 2 მარცხი.

გარდა ამისა, მადრიდელთა თავკაც ზინედინ ზიდანს „ჩელსის“ დამრიგებელ თომას ტუხელის გაწვრთნილ გუნდებთან ჩატარებული 5 მატჩიდან არცერთი მოუგია.

ტუხელს ჩემპიონთა ლიგაში ესპანურ კლუბებთან არასოდეს წაუგია – 4 ფრე და 3 გაამრჯვება.

ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 5 მაისს ლონდონში „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება.