პეპ გვარდიოლა: „მბაპე და ნეიმარი? მათზე არ მიფიქრია“

0
5

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას თქმით, მბაპესა და ნეიმარზე არ უფიქრია, რადგან უბრალოდ გამოძინება სურდა.

„ჩემპიონთა ლიგა ყველაზე კამაზი ტურნირია, თუმცა, პრემიერ ლიგაც მნიშვნელოვანია. ყველა მოთამაშე მზადაა და ბედნიერია. ყველა მადლობელი ვართ, რომ ფინალში გასვლის შესაძლებლობა გვაქვს.

თუ ბურთს ყოველთვის ფლობ, მაშინ ბალანსი გაქვს. კონტრშეტევებს გავუშვებთ, რადგან მათგან თავის არიდება შეუძლებელია. ნეიმარი, მბაპე, დი მარია, მარკინიოსი, ვერატი – მეტოქეს ბევრი სახიფათო ვარიანტი აქვს. პსჟ მიჩვეულია გუნდებთან თამაშს, რომლებიც თავს 90 წუთი იცავენ და გამოსავლის მოძებნას მაინც ახერხებს. ღრმა დაცვა საუკეთესო გამოსავალი არაა იმ გუნდთან თამაშის დროს, რომელსაც ყველაფერი აქვს.

პარიზელთა იარაღის შესახებ წინასწარ ვიცი. ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, პსჟ-ს თვისებების შესახებ იცის, მაგრამ ჩვენ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ და რას უნდა ველოდეთ? 90 წუთი იმაზე არ ვიფიქრებ თუ რამდენად კარგია ესა თუ ის ფეხბურთელია. უბრალოდ, ვიფიქრებ ისინი როგორ დავამარცხო.

ჯერ კიდევ კრუიფისგან ვისწავლე, რომ თამაშისგან და პასუხისმგებლობისგან სიამოვნება უნდა მიიღო. საუკეთესო მოთამაშეები ასეთი მომენტებით ტკბებიან და მათ პასუხისმგებლობა მოსწონთ. სწორედ ამიტომ, ამ ტურნირში უდიდესი მოთამაშეები იმარჯვებენ.

მბაპე და ნეიმარი? მათზე არ მიფიქრია, რადგან უბრალოდ გამოძინება მსურდა. მათ შეჩერებას მთელი ძალით ვეცდებით. თავს როგორც გუნდი დავიცავთ და საერთო ჯამში როგორც გუნდი ვითამაშებთ“ – განაცხადა გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დღეს პსჟ-სთან სტუმრად ჩასატარებელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

პსჟ-„მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა დღეს პარიზში „პარკ დე პრენსზე“ შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.