„დილას“ ზედიზედ მეორე ფრე

0
6

გორის „დილამ“ ზედიზედ მეორე თამაში ფრედ დაასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორელებმა „სამტრედია“ მიიღეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ – 1:1.

მატჩის 36-ე წუთზე ანგარიში ნიკა გაგნიძემ გახსნა, რომელმაც მასპინძელთა ეფექტური კონტრშეტევა მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:0.

მეორე ტაიმი 5 წუთის განახლებული იყო, რომ  გივიო იოსელიანმა მარჯვენა ფრთიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მასპინძელთა კართან ჩაჰკიდა და ზურაბ ერაძემ ანგარიში გაათანაბრა.

უკრაინელი ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილ გუნდს 19 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, თუმცა, ხვალ „საბურთალომ“ უნდა ითამაშოს, რომელიც „დილას“ 2 ქულით ჩამორჩება და მეოთხეა.

„სამტრედიამ“ სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ ამჟამად ვითარება შედარებით გამოასწორა და 8 ქულით მე-8 პოზიცაზეა.