„რუბინი“: „კვარცხელიას თაობაზე „იუვენტუსი“ ან სხვა კლუბი არ დაგვკავშირებია“

0
4

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა უარყო იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმცია, რომ ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Tuttomercatoweb და Il Messaggero იუწყებიან, რომ „იუვენტუსის“ წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების გარმარბის აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდნენ და მზად არიან კვარაცხელია შეიძინონ თუ გუნდი  ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება.

გარდა ამისა, FootballFancast იუწყება, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ „ლიდსის“ სპორტულმა დირექტორმა ვიქტორ ორტამ მოლაპარაკება ჯუღელთან გამართა.

„რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ოფიციალური წინადადება არცერთი კლუბიდან ჰქონიათ, მათ შორის არც „იუვენტუსიდან“ – განუცხადა საიმანოვმა Metaratings-თან.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რუბინში“ ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.