საქართველოში პირველად – მეკარეთა მწვრთნელების განათლების B ლიცენზიის კურსი

0
1

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენს ქვეყანაში პირველად უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცნეზიის კურსი დაიწყო.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს და ის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

სასწავლო კურსის ფარგლებში პირველი რეზიდენტული მოდული 27 აპრილს დავით პეტრიაშვილი არენაზე დაიწყო და სასწავლო პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი მოდულის ფარგლებში კურსანტები ინფორმაციას შემდეგი თემების შესახებ მიიღებენ: შესავალი დაგეგმარების მეთოდოლოგიაში, მეკარის მწვრთნელის პროფილი და როლი, მეკარის ჩართულობა ბურთის ამოტანისას და ა.შ სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სწავლებას.

ონლაინ რეჟიმში სასწავლო კურსის მსვლელობაში მონაწილეობა ასევე მიიღო, უეფას მეკარებიის მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა მარტ პომმა.

​ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები.

კურსზე ჯამში 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას.

მწვრთნელთა განათლების კურსი ქართული ფეხბურთი განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.