მაქაცარია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში საუკეთესოა

0
2

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად თამაზ მაქაცარია დაასახელეს, იუწყება erovnuliliga.ge.

„გაგრას“ თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის გაგრელთა რიგებს მეორეა სეზონია იცავს და შარშან 9 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

„გაგრა“ 20 ქულით 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „სიონს“ 4 ქულით ჩამორჩება.