კილასონია პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელია

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად ბოლნისის „სიონის“ თავკაცი ვარლამ კილასონია დაასახელეს, იუწყება erovnuliliga.ge.

კილასონიას ხელმძღვანელობით „სიონმა“ ამ სეზონში ჩატარებული 9 თამაშიდან 8 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა – სტუმრად „გაგრასთან“ (0:1).

54 წლის კილასონია „სიონს“ 2020 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს.

erovnuliliga.ge-ს ვერსიით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

ჩიკაშუა („ვიტ ჯორჯია“), ადამაძე („სიონი“), სეხნიაშვილი („ვიტ ჯორჯია“), ქობულაძე („გაგრა“), კორიფაძე („სიონი“), ხაბელაშვილი („გაგრა“), ვეკუა („გაგრა“), სიჭინავა („სიონი“), ნ.ხორხელი („სიონი“), მაქაცარია („გაგრა“), სილა („მერანი“)