„ბაიერნმა“ ნაგელსმანის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა

0
4

მიუნხენის „ბაიერნმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იუკიან ნაგელსმანის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

33 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ბავარიელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თავის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 1 ივლისიდან შეუდგება.

„ბაიერნმა“ ამჟამინდელი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკის მოთხოვნა დააკმაყოფილა კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე და ამიერიდან. მისი ხელშეკრულება ძალაში 2023 წლის 30 ივნისის ნაცვლად 2021 წლის 30 ივნისამდეა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ნაგელსმანი „ბაიერნში“ ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „რეკორდმაისტერი“ „ლაიფციგს“ კომპენსაციად 25 მილიონ ევროს გადაუხდის.