„თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რეზო გოცირიძე მისმა ყოფილმა თანაშემწემ 35 წლის ბესიკ აბულაძემ შეცვალა.

გოცირიძე „თელავს“ სათავეში 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა.

მასთან კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი მიმდინარე სეზონში „თელავის“ ცუდი ასპარეზობაა – 10 ტურში გუნდმა ერთი თამაში მოიგო, 3 ფრედ დაასულა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.