მიქაუტაძე ბელგიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

0
6

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამის სესახებ „სერენის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ფრანგული „მეციდანაა“ განათხოვრებული.

მიქაუტაძემ ბელგიაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

ამდენი გოლი ჰქონდა ასევე „სენ ჟილუას“ ლიდერ დანტე ვანზეირს. თუმცა, ქართველმა პენალტის ნიშნულიდან მეტოქის კარი მხოლოდ 2-ჯერ აიღო, როცა ვანზეირმა 4 თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. გარდა ამისა, გიორგიმ სტუმრად მეტი გოლი მიითვალა, ვიდრე მისმა კონკურენტმა.

„სერენმა“ რეგულარულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა უმაღლედ დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფში „ვასლანდ-ბევერენს“ დაუპირისპირდება.

„სერენი“ 1 მაისს პირველ თამაშს სახლში ჩაატარებს, ხოლო 8 მაისს მეტოქეს სტუმრად შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ „სერენმა“ 20 წლის ქართველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.