„ლაიფციგი“ ნაგელსმანის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს

0
3

ცნობილია თანხის რაოდენობა, რომლის სანაცვლოდ „ლაიფციგი“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს მიუნხენის „ბაიერნში“ გაუშვებს.

თავდაპირველად „ლაიფციგის“ ხელმძღვანელები მზად იყვნენ 33 წლის სპეციალისტს 15-20 მილიონ ევროდ შელეოდნენ.

თუმცა, ამჟამად საქსონელები „ბაიერნს“ ნაგელსმანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს თხოვენ, იუწყება Sport1-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი.

მიუნხენელები თავკაცის გარეშე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დარჩებიან, რადგან ჰანს ფლიკი კლუბიდან მიდის და დიდი ალბათობით გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ჩაინარებს.

„ბაიერნის“ გაძღოლა თავად ნაგელსმანსაც სურს და ამის შესახებ მან „ლაიფიციგის“ პირველ პირებს უკვე შეატყობინა. ის „ლაიფციგს“ 2019 წლიდან წვრთნის, ხოლო მანამდე „ჰოფენჰაიმს“ ავარჯიშებდა.