„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი მოედანზე შეცვლაზე შესვლის რაოდენობით პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.
33-ე ტურში „ლივერპულმა“ თავის მოედანზე „ნიუკასლს“ ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლებიდან მე-3 წუთზე ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ჟოზეფ ვილოკმა ზუსტი დარტყმით თავის გუნდს ქულა მოუტანა.
მილნერი თამაშში 58-ე წუთზე დიოგო ჟოტას მაგივრად ჩაერთო. 35 წლის ინგლისელი შეცვლაზე 159-ჯერ შევიდა, რაც პრემიერ ლიგის ახალი რეკორდია.
ძველი რეკორდი ასევე „ლივერპულის“ ფორვარდ პიტერ კრაუჩს ეკუთვნოდა – 158.
