შერმადინი “ტენერიფეში” კვლავ საუკეთესოა…

0
4

ესპანეთის ჩემპიონატში მარცხი განიცადა გიორგი შერმადინის “ტენერიფემ”, რომელიც 33-ე ტურის მატჩში სტუმრად, ბადალონაში “ხუვენტუტს” შეხვდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით – 90:85 დასრულდა.

ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო იყო. შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მალევე გამოჩნდა და  27:13 წუთი ითამაშა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შერმადინმა ბურთ 4-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა, მასზე მეტოქეებმა წესები 3-ჯერ დაარღვიეს.

შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ. მატჩი საუკეთესო შედეგი კი ხუვენტუტელმა მოთამაშეებმა – ნენად დიმიტრევიჩმა და უბერებელმა ანტე ტომიჩმა დააფიქსირეს – 23-23.

25 მოგებითა და 7 მარცხით ტენერიფელები ისევ მყარად არიან მე-3 ადგილზე. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 29 აპრილს შინ, აუტსაიდერ “აკუნსასთან” გამართავს, რომელთანაც პირველი წრის მატჩი სენსაციურად 87:89 წააგო.