„საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ მეორე დერბიც მოუგო

0
2

„საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის ხვიჩა შუბითიძის დებიუტი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წარმატებული აღმოჩნდა.

თბილისურ დერბიში საბურთალოელებმა გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი „ლოკომოტივი“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჭიაბრიშვილმა ამ სეზონში ყოფილ გუნდთან მეორე თამაში წააგო.

მატჩში ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, როდესაც იური ტაბატაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ გურამ კაშიას ბურთი ჯერ თავს ზემოთ გადაუგდო, შემდეგ საჯარიმოში შესულმა ფიზიკურად დაჩაგრა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა – 0:1.

მან მიმდინარე სეზონში ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა, ხოლო საერთო ჯამში 21 წლის ფორვარდის ანგარიშზე 5 გოლია.

შეხვედრის მეორე ნახევარში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

თამაშის მიწურულს ჭიაბრიშვილი თამაშის მთავარი მსაჯის აფციაური სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გააძევეს.

„საბურთალოს“ ჩემპიონატში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 3 მოგება და 3 ფრე.