„რუბინის“ მწვრთნელი: „კვარაცხელიას თამაშის შანსი აქვს“

0
4

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მოედანზე გასვლის შანსი აქვს.

„ყოველთვის ძალიან რთულია კატეგორიულად საუბარი იმაზე თუ რა იქნება და როგორ. ჩემი აზრით, კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს“ – იუწყება სლუცკის სიტყვებს „რუბინის“ ტვიტერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ბარძაყის კუნთის ტრავმა გასული ტურში „ურალთან“ მატჩში მიიღო და მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე კვირა გაუცდებოდა.