“ყაზბეგი” დიდ 10-ში ითამაშებს

0
4
პირველი ლიგის დასკვნით მატჩში, რაგბის კლუბი “ყაზბეგი” “არმიას” ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდა და 26-21 გაიმარჯვა, რითაც კლუბის ისტორიაში პირველად, მოიპოვა დიდი 10-ის საგზური.
რაც შეეხება რაგბის კლუბ “არმიას”, უმაღლეს ლიგაში დასაწინაურებლად მან დიდი 10-ის ქვედა ექვსეულის მესამე ადგილოსანს უნდა სძლიოს ორ-მატჩიან პლეი ოფში.
კლუბის მეტოქე რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გაირკვევა, ხოლო პლეიოფის თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.