კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის ანტირეკორდსმენია

0
3

ვოლგოგრადის „როტორის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველიას რუსეთის პრემიერ ლიგაში ავტოგოლების რაოდენებით ანტირეკორდსმენი გახდა.

პრემიერ ლიგის 27-ე ტურში სტუმრა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ 0:6 წაგებული მატჩის პირველი ტაიმის მიწურუსლ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ბურთი თავს კარში ჩაჭრა.

კვერკველიასთვის ეს მეხუთე ავტოგოლია. მანამდე, მან თავისი კარი ორჯერ „რუბინში“ თამაშის დროს აიღო, ხოლო ამდენჯერვე მოსკოვის „ლოკომოტივში“ ასპარეზობის პერიოდში.

მეორე ადგილზე 4 გატანილი გოლით რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი დენის კოლოდინია.

სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ნალჩიკის „სპარტაკში“ და „კრასნოდარში“ გამოსვლის პერიოდში 3 ავტოგოლი მიითვალა.