ჩისკომ „უოტფორდი“ პრემიერ ლიგაში გადაიყვანა

0
2

„უოტფორდი“, რომელსაც თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი ჩისკო თავკაცობს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.

ჩემპიონშიფის 44-ე ტურში „უოტფორდმა“ „მილოული“ 1:0 დაამარცხა და 88 ქულა აქვს, ჩისკოს გუნდის სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე უშუალო კონკურენტ „ბრენტფორდს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს, 10 ქულით ასწრებს.

40 წლის ესპანელი „უოტფორდს“ 2020 წლის დეკემბრიდან წვრთნის. მანამდე, მას „დინამოს“ გარდა მთავარ მწვრთნელად არსად უმუშავია.

„ნორვიჩის“ შემდეგ, „უოტფორდი“ მეორე გუნდია, რომელმაც მომავალი სეზონისთვის პრემიერ ლიგაში თამაში გაიმარჯვა.