„სიტიმ“ „ფლუმინენსედან“ 17 წლის ბრაზილიელი შეიძინა

0
4

„მანჩესტერ სიტიმ“ ბრაზილიის „ფლუმინენსედან“ გარემარბ კაიკი და სილვას შეძენა დაადასტურა.

17 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „სიტი“ ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელში 12 მილიონ ევროს გადაიხდის.

გარდა ამისა, „ფლუმინენსე“ დამატებით ბონუსს მიიღებს და თუ მომავალში მანჩესტერელები კაიკის გაყიდიან, ბრაზილიურ კლუბს სატრანსფერო თანხის 20 პროცენტი შეხვდება.

კაიკი ბრაზილიაში სეზონის დასრულებამდე „ფლუმინენსეში“ დარჩება.