მესის კიდევ ერთი რეკორდი

0
5

ლიონელ მესიმ თავის კარიერაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა, ხოლო მესიმ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

„ბარსას“ 33 წლის არგენტინელმა კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა. მესი ზედიზედ ბოლო 12 სეზონის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატში 25 ან მეტ გოლს იტანს. მსგავსი შედეგი შიდა ჩემპიონატში მანამდე მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც მანამდე „რეალში“ გამოდიოდა, ბოლო 12 სეზონიდან თერთმეტში გაიტანა 25 ან მეტი გოლი. პორტუგალიელმა 2018-2019 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 21 გოლი მიითვალა.

მესიმ ამ სეზონში ლა ლიგაში 29 თამაში ჩაატარა და 25 გოლის გატანასთან ერთად, 9 საგოლე პასი გააკეთა.

ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მეორე ადგილზე კარიმ ბენზემაა 21 გოლით.

„ბარსელონამ“ ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და ერთი  წააგო – 30-ე ტურში სტუმრად „რეალთან“ 1:2.