ხვიჩა კვარაცხელია: „უკეთესია თუ ყოველივე ამას ფეხბურთითა და თამაშით ვუპასუხებ“

0
15

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ business-gazeta.ru-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეტოქეების მხრიდან უხშობას უკვე მიეჩვია და თავად ცდილობს ხისტ თამაშს სიხისტით არ უპასუხოს.

-რუსეთში ინდივიდუალურად ყველაზე მეტად რთული ვის წინააღმდეგ თამაშია?

-„ხიმკისთან“ რთული იყო, რადგან ეს გუნდი დაცვაში ძალიან ორგანიზებულად თამაშობს. მცველს რაც შეეხება, დმიტრი ტიხის დავასახელებ, რომელიც ყოველ წუთს ჩემს გვერდით იყო.  რთულია, როდესაც მეტოქე პერსონალურად გეთამაშება. კიდევ უფრო ძნელია, როდესაც ორი მოწინააღმდეგე გიპირისპირდება.

-„რუბინის“ მოთამაშეებს თუ არ გავითვალისიწინებთ, რუსეთის უძლიერესი ფეხბურთელი ვინაა?

-რა თქმა უნდა, ნიკოლაი ვლაშიჩი. მის გარდა, ვანდერსონსა და არტიომ ძიუბას დავასახელებ. სამივე კარგი ფეხბურთელია და მომწონა. ასევე, სერდარ აზმუნიც ძლიერი მოთამაშეა, რომელმაც იცის სად უნდა გაიხსნას, ხოლო როგორც ის ხტება – ეს უბრალოდ აღტაცებას იწვევს.

-როდესაც ხისტად გეთამაშებიან როგორ რეაგირებ?

-უკვე მივეჩვიე. ვიცი, რომ ჩემს წინააღმდეგ ასე ითამაშებენ. ისეც ხდება, რომ უბრალოდ ვდგავარ და ვინმემ შესაძლოა იდაყვი ცხვირში ჩამარტყას. თუმცა, ეს ფებურთია და ასეთი რამ ხდება. მსგავს საქციელზე არ ვბრაზდები და უკეთესია თუ ყოველივე ამას ფეხბურთითა და თამაშით ვუპასუხებ. ფიზიკურად პასუხის გაცემა გამოსავალი არაა.