ხვიჩა კვარაცხელია: „კალაძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია“

0
8

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიამ business-gazeta.ru-სთან ინტერვიუში ქართული ფეხბურთის ისტორიაში მისი აზრით საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

-საქართველოს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ვინაა?

-ვფიქრობ, კახა კალაძე, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო. შემტევი ფეხბურთელებიდან გიორგი ქინქლაძეს დავასახელებ, რომელის მესის მსგავსი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლო. ჩემი აზრით, მას „ოქროს ბურთის“ მოგება შეეძლო. მესამის დასახელება რთულია – ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია. ყველას ვერ ჩამოთვლი.

-თავად რომელი ქართველი მოთამაშე მოგწონდათ?

-მე ქინქლაძის თამაში მომწონდა, მაგრამ ყველაზე წარმატებული კალაძე იყო. მათი თამაში ყოველთვის მესიმპათიურებოდა. ასაკიდან გამომდინარე უშუალოდ მოედანზე ქინქლაძე არ მინახავს, მაგრამ სამაგიეროდ ახლა მაქვს საშუალოება მისი თამაშების ვიდეოჩანაწერებს ვუყურო. საქართველოში ყველა ამბობს, რომ მას უდიდესი პოტენციელი ჰქონდა.

-მან „რუბინშიც“ ითამაშა, მაგრამ ძალიან ცოტა და არცთუ წარმატებით. ქინქლაძეს პირადად იცნობ?

-დიახ, ჩვენ ვურთიერთობთ. მისი თაობის მოთამაშეები ყოველთვის მეუბნებიან, რომ პროფესიონალი უნდა ვიყო და ფეხბურთისთვის ყველაფერი გავაკეთო.