ცხუმ-აფხაზეთმა ტიტებს ისევ მოუგო და თასის ოთხთა ფინალში გავიდა

0
12

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები დღეს იმართება. ერთი შეხვედრა, რომელშიც “თსუ” და “ოლიმპი” უნდა დაპირისპირებულიყვნენ, კოვიდ-რეგულარიცის გამო გადაიდო, დარჩენილი 3 შეხვედრა კი დღეს 3 ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.

დედაქალაქში დანიშნული მატჩი უკვე დასრულდა, რომელშიც “ცხუმ-აფხაზეთმა” 90:85 (სტატისტიკა) დაამარცხა “ტიტები” და ოთხთა ფინალში გავიდა.

ცხუმელებს მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა 10 ქულით ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ამაზე მეტით არ უნდა წაეგოთ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, არც ამჯერად გასჭირვებია ტიტების ძლევა. ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ.

გამარჯვებულებს 24 ქულით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა. 15 ქულა ჯოშუა მაკფოლმა, ხოლო 12 – რაჰიმ ჯონსონმა მიითვალა. ტიტებში 29 ქულით საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი. 15 ქულა აკაკი ლომოურმა, ხოლო 14 – დავით ლომიძემ მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ წელს თასის გათამაშება განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველად, ოთხთა ფინალი წინა სეზონში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა და პირველად, ისტორიაში, თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალში გამოავლენს საუკეთესოს.

დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებში ასეთი სიტუაციაა: “რუსთავმა” სერიის პირველი მატჩი 8 ქულით მოუგო “კაკტუსს” და დღეს საკუთარ დარბაზში მასპინძლობს. ხოლო “ქუთაისმა” “დინამოს” თბილისში 5 ქულით აჯობა და დღეს საკუთარ ქალაქში უმასპინძლებს.