ქეცბაია და ქართველი ლეგიონერები კვიპროსის თასის ფინალში

0
4

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისი“, სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კვიპროსის თასის ფინალში გავიდა.

„ანორთოსისმა“ პირველ შეხვედრაში შინ აპოელ-ს 1:0 აჯობა, ხოლო გუშინ გამართულ საპასუხო მატჩში სტუმრად 3:1 დაამარცხა.

განვლილი მატჩის 25-ე წუთზე „ანორთოსისიდან“ ანგარიში ჰუშბაუერმა გახსნა, ხოლო გარნერმა პენალტიდან საპასუხო გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულმე-3 წუთზე კორეამ მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 75-ე წუთზე იმავე კორეამ დუბლი შეასრულა და „ანორთოსისს“ თასის ფინალში თამაში გაუნაღდა.

ფამაგუსტელთა ქართველი ლეგიონერებიდან მეკარე გიორგი ლორიამ, ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა და თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს. შუახაზელი ბუბა დაუშვილი განაცხადში არ იყო.

“ანორთოსისი” ფინალში ნიქოზიას “ოლიმპიაკოსს” შეხვდება.