გრიგალავას ზაფხულში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს

0
5

გია გრიგალავამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტულას „არსენალი“ დატოვოს, იუწყება sport24.ru.

კლუბის ხელმძღვანელები საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის მცველთან არ აპირებენ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც ზაფხულში ეწურება.

გრიგალავა „არსენალში“ 2017 წლის დასაწყისში გადავიდა და განვლილ პერიოდში რუსული კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 90 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ტულელთა მაისურით 15 თამაში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თასზე ცსკა-სთან მატჩის დროს მეტოქე გუნდის სამწვრთნელო შტაბთან მწვავე კამათის გამო, გრიგალავამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.