აშვეთია “ტორპედოდან” წავიდა

0
8

ქუთაისის “ტორპედო” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

მიხეილ აშვეთიამ გუნდის თავკაცის თანამდებობა დატოვა და ეს გადაწყვეტილება თავისი ფეისბუქის გვერდით გაავრცელა.

“გასული წლიდან მოყოლებული ბევრი პრობლემა იყო, რაც შემეძლო, ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისათვის!
ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის “ტორპედოს” – დალაგებულიყოს ყველაფერი, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება! არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება!”- იუწყება აშვეთია.

43 წლის აშვეთია “ტორპედოს” 2020 წლის თებერვლიდან წვრთნიდა და მან კახა ჩხეტიანი შეცვალა, რომლის თანაშემწედ მანამდე მუშაობდა.

“ტორპედო” 9 ტურის შემდეგ 5 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. ქუთაისელებს მიმდინარე სეზონში თამაში არ მოუგიათ.