შოთა არველაძე: „სუპერლიგის შექმნის იდეა არ მომწონს“

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ევროპის სუპერლიგის შექმნას გამოემხაურა.

„როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს“ – დაწერა არველაძემ თავის ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კვირას ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.