„შალკე“ ბუნდესლიგიდან გავარდა

0
6

გელზენკირხენის „შალკე“ გერმანიის პირველი ბუნდესლიგიდან გავარდა.

ჩემპიონატის 30-ე ტურში „შალკე“ სტუმრად ბილეფელდის „არმინიას“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

გელზენკირხენელებს 13 ქულა აქვთ და ბუნდესლიგიდან გავარდნისგან ვერაფერი იხსნით.

„შალკე“ ბუნდესლიგიდან პირველად 1988 წელს გავარდა და 1991 წელს დაბრუნდა. არსებობის ისტორიაში გუნდი გერმანული ფეხბურთის ელიტას მეორედ დაემშვიდობა.

„შალკეში“ მიმდინარე სეზონში მწვრთნელი 5-ჯერ შეიცვალა და ამჟამად, გუნდს დიმიტროს გრამოზისი თავკაცობს.

აქვე გეტყვით, რომ თამაშის შემდეგ “შალკეს” განრისხებულმა გულშემატკივრებმა სტადიონის ტერიტორიის გარეთ ანგარიშის გასწორება გადაწყვიტეს გელზენკირხენელ ფეხბურთელებთან, რომლებმაც თავს გაქცევით უშველეს.