ფიგუმ კვარაცხელიას უპასუხა: „მთავარია კონცენტრირებული შენს საქმეზე იყო“

0
12

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ლუიშ ფიგუმ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

ფიგუ მოსკოვში სპეციალურ სტუმრად მიიწვიეს სპორტისა და ბუქმექერობის სფეროში სპეციალური პრემიების გადაცემის მესამე ცერემონიალზე.

მას ვიდეოზარის მეშვეობით რამდენიმე ფეხბურთელმა კითხვა დაუსვა, მათ შორის კვარაცხელიამაც, რომელიც „რეალის“ ფანია. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ფიგუ „ბარსელონადან“ სწორედ „რეალში“ გადავიდა, რასაც კატალონიელი ფანები ძალიან განარისხა.

კვარაცხელიას კითხვა: „ლუიშ ფიგუ შენ ხარ ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომელიც „ბარსელონადან“ „რეალში“ გადავიდა. მინდა გკითხო როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?

ლუიშ ფიგუ: „ჩემი აზრით, თითოეული ადამიანი ზეწოლაზე განსხვავებულად რეაგირებს. ვფიქრობ, წნეხი ყოველთვის მაიძულებდა, რომ ტონუსში ვყოფილიყავი. მიმაჩნია, რომ მთავარია კონცენტრირებული შენს საქმეზე იყო.

ყოველ დღე იმაზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია რასაც აკეთებ – გააუმჯობესო შენი ოსტატობა და ფოკუსირება თამაშზე შეძლო. ამასთანავე, ცოტა აბსტრაგირება უნდა შეძლო იმისგან რაც გვერდიდან მოდის – პრესისგან და ფანებისგან. ეს საუკეთესოა რაც შეგიძლია გააკეთო“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში ყაზანის „რუბინში“ ვერ ითამაშებს.