ევროპის სუპერლიგის პროექტი ოფიციალურად შეჩერდა

0
6

ევროპის სუპერლიგის პროექტი ოფიციალურად შეჩერდა, რადგან 6 ინგლისურმა გუნდმა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, ლონდონის „არსენალმა“, ლონდონის „ჩელსიმ“, ლონდონის „ტოტენჰემმა“ და „ლივერპულმა“ მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ამ ფაქტთან დაკავშირები ევროპის სუპერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა განცხადება გაავრცელა:

„ევროპის სუპერლიგა დარწმუნებულია, რომ ევროპულ ფეხბურთში ამჟამად არსებული ვითარება შესაცვლელია.

ჩვენ ვთავაზობთ ახალ ტურნირს, რადგან არსებული სისტემა არ მუშაობს. ჩვენი წინადადება ისაა, რომ სპორტი განვითარდეს და ამასთანავე იყოს რესურსი და სტაბილურობა მთელი საფეხბურთო პირამიდის განვითარებისთვის. გარდა ამისა, გვსურს დავეხმაროთ მთელ საფეხბურთო საზოგადოებას, რომელსაც პანდემიის პირობებში ფინანსური პრობლემა შეექმნა. პლუს ყველა საფეხბურთო ჯგუფები გაზრდილ სოლიდარობის თანხას მიიღებდნენ.

ინგლისური კლუბების წასვლის მიუხედავად, რომლებიც იძულებული იყვნენ ასეთი ნაბიჯი ზეწოლის გამო გადაედგათ, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წინადადება ევროპის კანონებსა და ნორმებს სრულებით შეესაბამება, რაზეც სასამართლოს გადაწყვეტილება მეტყველებს, რომელმაც სუპერლიგა მესამე ძალების გავლენისგან დაიცვა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პროქტის შეცვლისთვის შესაბამის ზომას მივიღებთ, მაგრამ უარს არ ვამბობთ ჩვენს მიზანზე, რომ გულშემატკივრებს საუკეთესო სანახაობა ვაჩუქოთ და ამავე დროს მთელი საფეხბურთო საზოგადოებისთვის სოლიდარობის თანხა გავზარდოთ“ – ნათქვამია სუპერლიგის ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის სუპერლიგა იტალიის “მილანმა” და “ინტერმა”, ასევე, ესპანურმა მადრიდის “ატლეტიკომ” დატოვეს.