დვალის მესამე ჩემპიონობა, ხარაიშვილის – პირველი

0
5

„ფერენცვაროში“, რომლის მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, უნგრეთის ჩემპიონი გახდა.

30-ე ტურში „ფერენცვაროშმა“ თავის მოედანზე „უიპეშტი“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ოქროს მედლები მოიპოვა.

ბუდაპეშტელები ქვეყნის ჩემპიონები ბოლო სამ სეზონში მესამედ გახდნენ, ხოლო საერთო ჯამში 32-ედ. „ფერენცვაროში“ უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი კლუბია.

„უიპეშტთან“ ქართველებს არ უთამაშიათ – საქართველოს ნაკრების მცველი დვალი მხოლოდ თადარიგში იჯდა, ხოლო ხარაიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.

“უიპეშტში” საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა.

დვალმა ამ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა, ხოლო ხარაიშვილმა, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა – 4 და 1 გოლი გაიტანა.

დვალმა უნგრეთის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ გახდა, ხოლო ხარაიშვილისთვის ეს კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტულია. მანამდე, მან “გეტებორგის” შემადგენლობაში შვედეთის თასი მოიგო.