უეფას 55 ასოციაციამ სუპერლიგის შექმნა დაგმო

0
7

უეფაში შემავალმა 55 საფეხბურთო ასოციაციამ სუპერლიგის შექმნა დაგმო.

დღეს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში უეფას კონგრესი მიმდინარეობს, რომელსაც 12 ტოპ-კლუბის მიერ ევროპის სუპერლიგის საკითხის შექმნა განიხილეს.

უეფას ტვიტერი იუწყება, რომ კონგრესის მონაწილე 55-ივე ასოციაციამ ერთხმად დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელშიც „ეგრეთ წოდებული სუპერლიგა“ დაგმეს.

დეკლარაციის სრული ტექსტი დღეს უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მანამდე, სუპერლიგის დაფუძნება უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ფიფას პირველმა პირმა ჯანი ინფანტინომ მკაცრად გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ კვირას ევროპის 12 კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანესტერ სიტი“, ლონდონის „არსენალი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგა ოფიციალურად დაარსეს.