„ტოტენჰემს“ სეზონს 29 წლის მეისონი დაასრულებინებს

0
8

„ტოტენჰემის“ დროებითი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლონდონელებს მიმდინარე სეზონს რაიან მეისონი დაასრულებინებს.

„ტოტენჰემის“ ყოფილ ფეხბურთელს კრის პაუელი, ნაიჯელ გიბსი და ლედლი კინგი დაეხმარებიან. მეკარეების მწვრთნელი მიხელ ვორმი იქნება.

ამპლუით ნახევარმცველი მეისონი „ტოტენჰემში“ 2008-2016 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

„გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის გვჯერა. წინ ლიგის თასის ფინალი და პრემიერ ლიგის 6 მატჩი გველოდება. ჩვენი მთელი ენერგიის ფოკუსირება სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა მოვახდინოთ“ – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს.

მეისონი 29 წლისა და 312 დღის ასაკში პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელია.