„თელავმა „ „ტორპედოს“ ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა

0
8

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილის დაიმატა.

კლუბის პრესსამსახური ინფორმაციით, 25 წლის შუახაზელი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ციცქიშვილმა 2020 წლის სეზონი და 2019 წლის სეზონის მეორე ნახევარი ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

მან თავისი პროფესიონალური კარიერა 2014-2015 წლების სეზონში „რუსთავში“ დაიწყო, ხოლო „ტორპედოში“ 2019 წელს გადავიდა.