სლუცკიმ კვარაცხელიას ოთხი კლუბი ურჩია

0
15

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ის კლუბები დაასახელა, რომლებში თამაში მისი აზრით ხვიჩა კვარაცხელიას წინსვლისთვის კარგი იქნება.

„თუ ხვიჩა წავა, მაშინ ერთ-ერთ დიდ კლუბში უნდა გადავიდეს, რომელსაც სერიოზული თანხის გადახდა შეუძლია. ჩემი აზრით, ის ზაფხულში დაგვტოვებს. მა ვურჩევ ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელსაც დიდი მიზანი აქვს, მაგრამ ამასთანავე თავის გამოჩენის საშუალება ექნება.

ხვიჩას ინგლისში „ევერტონს“ ვურჩევ, გერმანიაში – „ბაიერს“, იტალიაში – „ატალანტას“. ხოლო ესპანეთში – „სევილიას“, ე.ი. არა წამყვანი ჩემპიონატების წამყვან სამ კლუბს, არამედ, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლუბებს.

ჩემი აზრით, ის „მილანში“ ან „ბაიერნში“ არ უნდა გადავიდეს, რადგან მას გარანტირებული სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს. თუ ის არ ითამაშებს, ეს ხვიჩასთვის ტრაგედია იქნება. რომელსაც ვერ გადაიტანს“ – იუწყება სლუცკის სიტყვებს რუსული მედია.